ფეხბურთი

18:38 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯამალ მუსიალამ ინგლისის ნაკრებს გერმანიის ნაკრები ამჯობინა და "ბუნდესნაკრებში" ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ამომავალმა ვარსკვლავმა ჯამალ მუსიალამ ინგლისის ნაკრებს გერმანიის ნაკრები ამჯობინა და როგორც თავად 17 წლის ნახევარმცველმა თქვა, "ბუნდესნაკრებში" თამაშის გადაწყვეტილება მიიღო.

„ინგლისი ჩემი სახლია. ძნელია სიტყვების პოვნა თუ რას ნიშნავს ინგლისი ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი დადებითი მოგონება მაკავშირებს. ერთი გული გერმანიისთვის მაქვს, მეორე ინგლისისთვის და ორივე განაგრძობს ცემას.

ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რომელ ნაკრებში ვითამაშებდი, რა არის უკეთესი ჩემი მომავალისთვის? სად მაქვს თამაშის მეტი შესაძლებლობა? ახლახან მივიღე გადაწყვეტილება, რომ გერმანიაში ვითამაშო, ქვეყანაში სადაც დავიბადე. ამავდროულად, ჩემთვის ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა“, - თქვა მუსიალამ.

აღსანიშნავია, რომ მუსიალას გერმანიის 16-წლამდე ნაკრებში აქვს ნათამაშები, შემდეგ კი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა, მათ შორის 21-წლამდე ნაკრებშიც. „ლაციოსთან“ გოლის შემდეგ ის „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

0.145129