თამაშგარე

15:40 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოფია მილოშევიჩი პარიზში გადაბარგდა

ერთ დროს ფეხბურთელ ადამ ლაიჩის გულისსწორი, სერბი მოდელი სოფია მილოშევიჩი არცთუ ბევრი ფიქრისა და სჯა ბაასის შემდეგ საცხოვრებლად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაბარგდა და უკან მოიტოვა ყველა ის ჭორი და მითქმა-მოთქმა, რაც ამ ასულს ისედაც მუდამ სდევდა თან.

ჯერ ფლორენციის “ფიორენტინაში“ და შემდეგ მილანის “ინტერში“ მოთამაშე ადამ ლაიჩთან სასიყვარულო რომანის დასრულების შემდეგ, სოფია მილოშევიჩის ბედსა და მომავალს მრავალ ცნობილ ადამიანს უკავშირებდნენ. მათ შორის იყო ლეგენდარული სერბი ფეხბურთელი პრედრაგ მიატოვიჩი, რომელმაც ფიცი-მტკიცით განაცხადა, რომ ცოლის მიტოვება არც კი უფიქრია.

სიმართლე რომ ვთქვათ, ჭორების გავრცელების მიზეზს ევროპის ბულვარულ მედიას თავად სოფია აძლევდა, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან ჟურნალისტებთან შეხვედრისას რაიმე უცნაური და სკანდალური რომ არ წამოეყრანტალებინა. ამ “ყვითელ“ მოკლამეებსაც მეტი ხომ არაფერი უნდათ...

0.160407