ფეხბურთი

2:18 | 24.02.2021 | ნანახია 0 - ჯერ

ოლივიე ჟირუს შედევრი და "ბაიერნის" მასტერკლასი

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ერთგან ყველაფერი გაირკვა, მეორე წყვილში - თითქმის. მიუნხენის „ბაიერნს“ უკვე შეგვიძლია მეოთხედფინალისტი ვუწოდოთ, ხოლო ლონდონის „ჩელსი“ ამასთან ძალიან ახლოსაა.

ჰანსი ფლიკის „ბაიერნი“ რომში „ლაციოს“ საკადრო პრობლემებით და ბუნდესლიგაში ჩავარდნით ესტუმრა და ბევრი ალბათ იფიქრებდა, რომ იტალიელებს შანსი ექნებოდათ, მაგრამ ასე არ ყოფილა. „რეკორდმაისტერმა“ მეტოქეს გადაურბინა და მიუნხენურ თამაშს აზრი აბსოლუტურად დაუკარგა.

რობერ ლევანდოვსკის, ჯამალ მუსიალასა და ლეროი სანეს გოლებით პირველივე ტაიმში გადაწყდა არათუ ამ თამაშის, არამედ ორმატჩიანი რაუნდის ბედი. მეორე ნახევარის საწყის 4 წუთში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ფრანჩესკო აჩერბიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მერე კორეამ პრესტიჟის გოლით ანგარიში დაასველა, მაგრამ ეს ცხადია, არანაირი ნუგეში არ იყო. რობერტ ლევანდოვსკიმ რაულს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 72 გოლი აქვს, ხოლო საკადრო პრობლემების გამო ძირითადში მოხვედრილმა ჯამალ მუსაილამ რეკორდი დაამყარა - ის ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი და ამასთან „ბაიერნის“ ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა - 17 წლისა და 363 დღის. „ბაიერნს“ რომ მოენდომებინა, „ლაციოს“ კიდევ არაერთ გოლს გაუტანდა, მაგრამ მისთვის არადამახასიათებელი დიპლომატიურობა გამოიჩინა და თავი აღარ მოუკლია. მეორეს მხრივ, „ლაციოს“ არაფრის შანსი ჰქონდა შეტევაში ვერაფერს აკეთებდა. ამრიგად, 4:1 „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ბაიერნმა“ ყველაფერს წერტილი პირველივე თამაშში დაუსვა. ალბათ, ვერ მოძებნით ადამიანს, რომელიც „ლაციოს“ ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გავარდნილად არ მიიჩნევს. ცნობისთვის, „ბაიერნს“ 2017 წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ტურნირის რეკორდია და „მანჩესტერის“ შედეგი გააუმჯობესა (16 მატჩი 2007-2010 წლებში).

მთლად ასე გადაწყვეტილი არ არის „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ წყვილის ბედი, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდმა დიდი განაცხადი გააკეთა. ზოგადად, გერმანელის მისვლა ძალიან წაადგა ლონდონურ გუნდს და შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო „ატლეტიკო“ ბოლო დროს დასუსტდა და ვეღარ არის ისეთი სტაბილური, როგორც სეზონის პირველ ნაწილში. ეს ამ მატჩმაც დაადასტურა, რომელშიც ინგლისელები უკეთესები იყვნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.

მატჩის ბედი კი 68-ე წუთზე ოლივიე ჟირულს შედევრმა გადაწყვიტა. ფრანგმა ფორვარდმა აკრობატულ ნახტომში გაიტანა და პირველი რაუნდი „ჩელსის“ მოაგებინა, თანაც სტუმრად. უფრო სწორად მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, ბუქარესტში გაიმართა, მაგრამ ოფიციალურად „ატლეტიკო“ მასპინძელი იყო და ამდენად, შინ წააგო, რითაც ძალიან გაიუარეს მდგომარეობა. ჟირუმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 გოლი გაიტანა და დიდიე დროგბას შემდეგ „ჩელსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში ამ რაოდენობის გოლები გაიტანა. კოტ დივუარელმა ეს „ჩელსისთვის“ ტრიუმფალურ სეზონში შეძლო (2011-2012).

„ბაიერნი“ – „ლაციო“ და „ჩელსი“ – „ატლეტიკო“ 17 მარტს გაიმართება და სწორედ ამ მატჩებით დაიხურება მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპი.

„ატლეტიკო“ – „ჩელსი“ 0:1 (0:0)

ბუქარესტი, „ეროვნული სტადიონი“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, ჰერმოსო (ვიტოლო 84); კორეა (დემბელე 82), კოკე, საულ ნიგესი (ლოდი 82), ლემარი; სუარესი, ჟოაო ფელიქსი (ტორეირა 82)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; ჰადსონ-ოდოი (ჯეიმსი 80), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (კანტე 74), ალონსო; მაუნთი (ზიეჩი 74), ვერნერი (პულიშიჩი 87); ჟირუ (ჰავერტცი 87)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 ჟირუ (68)

გაფრთხილება: ლორენტე (63), ლემარი (90) - მაუნთი (1), ჟორჟინიო (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 8 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„ლაციო“ – „ბაიერნი“ 1:4 (0:3)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი (ჰუდტი 53), აჩერბი, მუსაკიო (ლულიჩი 31); ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი (კატალდი 81), ლუკას ლეივა (ესკალანტე 53), ლუის ალბერტო (აკპა-აკპრო 81), მარუშიჩი; კორეა, იმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; ზულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი; კიმიხი, გორეცკა (ხავი მარტინესი 63); სანე (სარი 90), მუსიალა (ჩუპო-მოტინგი 900, კომანი (ერნანდესი 75); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 მუსიალა (24), 0:3 სანე (42), 0:4 აჩერბი (47, ა.გ), 1:4 კორეა (49)

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (28), ლუკას ლეივა (51), კორეა (57), მარუშიჩი (65), ესკალანტე(69) - კიმიხი (72), კომანი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:39 | 11.10.2015
gio yvinchila (413)

ტორესი ხო გამოიყენა რასამბობ ან ეხლა ფალკაოსაც იყენებს რაა

15:27 | 11.10.2015
alejandro (44439)

მაურინიოსთან არასდროს მოიწყენ. თავის კარიერაში ურთულეს პერიოდში ის მაინც ახერხებს – როგორც მისი მტრის, იოჰან კრუიფის შვილმა ჟორდიმ თქვა ,,სპეციფიური იუმორის გრძნობის" შენარჩუნებას და ამაში ,,გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემული ინტერვიუდან ფრაზები დაგვარწმუნებს. ჟოზემ ძველი ანტიპათიები გაიხსენა და გვარდიოლას, ბენიტესს, ვენგერს და ანჩელოტის გაჰკრა კბილი და არც რანიერი დავიწყნია, თუმცა კაპელოზე რატომღაც არაფერი უთქვამს (იტალიელმა ორიოდე დღის წინ აღნიშნა, 18 თვიანი გუნდები ყავსო – ავტ.)

გვარდიოლაზე:
,,თუ სამუშაო გიყვარს, შეუძლებელია იმდენი ინერვიულო, რომ თმები დაკარგო. შეხედეთ პეპს, ის თითქმის მელოტია"

ბენიტესზე:
,,6 თვე მისთვის საკმარისი გამოდგა, ევროპაში საუკეთესო გუნდი გაენადგურებინა"

ვენგერზე:
,,ყველა მწვრთნელი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ის კი ვერასდროს ვერაფერს იგებს, მაგრამ სამუშაო მაინც აქვს"

ანჩელოტიზე:
,,ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელია, ვინც 3:0–ის შემდეგ წაგება მოახერხა" (ჟოზე მეორდება, მას მსგავსი კრუიფზეც უთქვამს: ,,იმისგან რჩევას ვერ მივიღებ, ვინც ერთადერთია ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 რომ წააგო")

და რანიერის როგორც ,,დაბალ ღობეს" ყველაზე მეტი მოხვდა:
,,70 წლისას ევროპის სუპერთასი და კიდევ მგონი რაღაც ერთი თასი მოუგია. 5 წელია ინგლისშია და ,,დილა მშვიდობისა"/,,საღამო მშვიდობისას" ძლივს ამბობს,ნამეტანი ბებერია რომ შეიცვალოს"

იტალიელებმა ,,ჩელსის" კრიზისზეც დაუსვეს და პორტუგალიელმა უპასუხა: ,,არ ვიცი რა ხდება. ვერ დავმალავ და არც უარვყოფ, რომ შედეგები ძალიან ცუდია – ეს რეალობაა, მაგრამ გარწმუნებთ, ვმუშაობ და ვიბრძვი რაც შეიძლება მალე სიტუაციის გამოსასწორებლად"

12:30 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mატა,დებრუინი ყველაზე დიდი შეცდომა იყო,მატა კარგად ირჯებოდა ჩელსიში და ტყუილად გაუშვა,დე ბრუინს კი პრაქტიკულად არ მისცა შანსი და კუადრადო რისთვის იყიდა თვითონაც არ იცის ალბათ მოუ,მასაც არ ენდობოდა

12:42 | 11.10.2015
alejandro (44439)

როცა ჟოზე ჩელსიშიდაბრუნდა,მატა გახლდა წინა სეზონის ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელი.
ჟოზემ კი შანსი არ მისცა და მთელი პირველი წრე მიზერული სათამაშო დრო გამოუყო მატას.
იანვარში კი მანიუში საკმაოდ ძვირად, 37 მილიონ გირვანქად გაყიდა.
ასევე დე ბუინზეც გეტანხმები და ილტინტოპის მაგივრად ეგ უნდა იყოს სიაში. ან რანაირად უნდა გამოეყენებინა ჰამითა? ვის მაგივრად უნდა ეთამაშებინა რეალში?
პედრო ლეონი კი მხოლოდ იმის გულისთვის გააგდო რეალიდან(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ის შეხვდა თავის ყოფილ მწვრთნელს ხეტაფეში მიჩელ გონსალესს. რადგან მიჩელი მადრიდისტა არის,ჟოზე ეჭვებმა შეიპყრო რომ ლეონი აუცილებლად ინფორმაციის გასატანად შეხვდებოდა...

20:24 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

13:06 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mოუს ბოლო წლებში ბევრი დიშლობა აქვს ნაკეთები,შურლეც არ ევასებოდა მოუს არადა ცუდად არ ირჯებოდა ჩელსიში მაგრამ ყველაფერს მოუს ვერ დავაბრალებთ,კაკა თვითონ ვერ ათამაშდა რეალში იმ ტრამვის გამო და ზოგადად ვერ შეეწყო რეალს,კასოს რაც შეეხება მართალია მოუს არ ევასებოდა დიდად კასო,იმ პერიოდში იკერს მართლაც კრიზისი ჰქონდა კარიერაში

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

12:23 | 11.10.2015
alejandro (44439)

სათაური ძალიან არასწორია,ვერ გამოიყენა რას ქვია? გყავდა გუნდში და გიმტყუნა? ფორმაში არ იყო და ვერ თამაშობდა მოწოდების სიმაღლეზე?
განსაკუთრებით ეს სათაური არ შეესადაგება იკერ კასილიასს! 2010-11 და 2011-12 და 2012-13 წლის სეზონების პირველ წრეში კასო რეალის ძირითადი მეკარე იყო,ვიდრე არბელოამ არ გატრავმა კოპას 1/4 ფინალში ვალენსიასთან.
რას ქვია ვერ გამოიყენა? 2011-12 და 13 წლების იანვარში კასო ზედიდედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ(სულ 5 ჯერ ზედიზედ) და ეს მოხდა სწორედ ჟოზეს მწვრთნელობის დროს!
ასე რომ კასოს ამ ნომინაციაში შესვლა ძალიან არასწორი და უსამართლოა!...

დანარჩენებზე ვეთანხმები, კი ბატონო და სულ დეტალებში მახსოვს აქ ჩამოთვლილი თვითოეული რეალელი თუ რა და რა მიზეზების გამო ვერ ხვდებოდნენ ჟოზეს დროს რეალის ძირითადში...

12:13 | 11.10.2015
19.05.2012 (1717)

ჩამონათვლის უმეტესობა ნაგავია. ყველაზე მეტად კაკა და მატა მეცოდებოდნენ. კასილასმა კიდევ თავის თავს დააბრალოს რომ არც ჟოზემ და არც ანჩელოტიმ არ გამოიყენეს.

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

0.32419