ფეხბურთი

1:29 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე გვყავს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, უკიდურესად რთული სეზონია და მერვედფინალში მეტოქედ ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქე ერგოთ.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს სეზონი უკიდურესად რთული იქნებოდა და ეს არ არის მხოლოდ ტრავმების ეპიდემია ან ის, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ვერ ვთამაშობთ. მრავალი მიზეზი არსებობს. თუმცა არჩევანს ვერ გავაკეთებთ. უნდა ვცადოთ ყველა ტურნირზე ჩვენი თამაში ვითამაშოთ და შედეგი მივიღოთ.

მეტოქედ ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე გვერგო, მაგრამ კარგად მოვემზადეთ. ვეცდებით, დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ და თუ შესაძლებელი იქნება „ატალანტასთან“ კართან მომენტები შევქმნათ.

„ატალანტა“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც საოცრად უტევს. ჯან პიერო გასპერინიმ უდიდესი სამუშაო გასწია. მას ძალიან კარგად ვიცნობ, „იუვენტუსში“ ყოფნის დროს მეორე გუნდს ავარჯიშებდა და მისი წარმატებები არ მიკვირს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „ატალანტასა“ და „რეალის“ მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.119222