ავტოსპორტი

23:26 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ RB16B-ით „მერსედესის“ დომინაციის დასრულებას აპირებს

„რედ ბულმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, RB16B-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლითაც მაქს ფერსტაპენი და გუნდის ახალწვეული სერხიო პერესი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ავსტრიული საჯინიბო იმედოვნებს, რომ ამ მანქანით, მისი პილოტები „მერსედესის“ დომინაციის შესაწყვეტად იბრძოლებენ.

„რდ ბულის“ იმედს აძლიერებს ის გარემოება, რომ გუნდს გასული სეზონის ბოლოს კარგი შედეგები ჰქონდა. თანც, ამ სეზონიდან ფერსტაპენს პერესის სახით, ძლიერი თანაგუნდელი ეყოლება, რომელსაც თავადაც არ აკლია მოტივაცია, არის გამოცდილი და მის კარიერაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

„რედ ბული“ და „ჰონდა“ ერთად ბოლო სეზონს ჩაატარებენ. ამ სეზონის ბოლოს, იაპონური კომპანია ფორმულა 1-დან წავა. მაგრამ ძრავების რეგლამენტის გაყინვის წყალობით (მონაწილეებს აგრეგატების სრულყოფის უფლება არ ექნებათ), „რედ ბული“ „ჰონდას“ აგრეგატებს თავად დაამზადებს და მათ პარტნიორ გუნდ „ალფატაურისაც“ მიაწვდის. ახალი სეზონისთვის, „ჰონდამ“ თავისი ძრავი დახვეწა და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ სწორ მონაკვეთებზე მანქანის სიჩქარე გაიზარდოს.

როგორც მანქანის სახელიდანაც ჩანს, ის შარშანდელი RB16-ის მოდიფიცირებული ვერსიაა. უცვლელი დარჩა ცხვირის ნაწილი და კუდი. აეროდინამიკურად დაიხვეწა რადიატორების კორპუსების ფორმა, რისი მიზანიც, ჩაჭიდების გაზრდა იყო.

ინჟინრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ RB16B უკეთ სამართავი და სტაბილური იყოს, რისი ნაკლებობაც, მისი წინამორბედის ძირითადი ნაკლი იყო. ამ ნკლის გამოსწორება, დდწილად სწორედ აეროდნმიკის გაუმჯობესებამ უნდა უზრუნველყოს.

გასული სეზონის დასაწყისში, „რედ ბული“ „მერსედესს“ წრეზე საშუალოდ ნახევარი წამით ჩამორჩებოდა. სეზონის ბოლოს კი, აბუ დაბის რბოლაში, ფერსტაპენმა სამქიმიანები ადვილად ჩამოიტოვა. თუმცა ეს შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ „მერსედსს“ ორივე ტიტული დიდი ხნის განაღდებული ჰქონდა. მთავარი ისაა, რომ „რედ ბულმა“ ბოლო კილომეტრებამდე გააგრძელა განვითარება და ეს ახალ სეზონში უთუოდ გამოადგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201282