ფეხბურთი

19:03 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" ფეხბურთელები მოურინიოს მუშაობის მეთოდებით უკმაყოფილონი არიან

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მუშაობის მეთოდებით. ამის შესახებ The Atletic- იტყობინება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს გასახდელზე კონტროლი ბოლომდე დაკარგული ჯერ კიდევ არ აქვს, მაგრამ მოთამაშეებში დღითიდღე მასში ეჭვი სულ უფრო და უფრო ეპარებათ.

მაგალითად, „სპურსის“ თავდამსხმელები მიიჩნევენ, რომ ჟოზე მეტისმეტად არის კონცენტრირებული თავდაცვით თამაშზე. გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელებს მაურისიო პოჩეტინოსთან მუშაობის მეთოდები ენატრებათ, არგენტინელი მოგეხსენებათ, ახლა უკვე პსჟ-ს წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ტოტენჰემს“ ცუდი სეზონი აქვს და ინგლისის პრემიერლიგაში 24 მატჩში მოპოვებულო 36 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, არაა გამორიცხული უახლოეს მატჩებში წარუმატებლობის შემთხვევაში მოურინიო დაითხოვონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117862