ფეხბურთი

14:46 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მატიე: „გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლით შეცდომა დაუშვა“

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი, ჟერემი მატიე, ჟურნალისტებს თავისი ფრანგი თანამემამულის, ანტუან გრიზმანის შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობ, ანტუანმა „ბარსელონაში“ გადასვლით შეცდომა დაუშვა. კატალონიურ კლუბში ის ვერ თამაშობს იმ დონეზე, როგორზეც „ატლეტიკოში.“ მადრიდში ის გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო. არ ვარ დარწმუნებული, რომ „ბარსელონაშიც“ ასეა.“ - ციტირებს მატიეს სიტყვებს Marca.

მატიე „ბარსელონაში“ 2014-17 წლებში თამაშობდა. გრიზმანი კი კატალონიურ კლუბში 2019 წლის ზაფხულიდან ირჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113807