ფეხბურთი

14:18 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ობლაკი: „კეპა შესანიშნავი მეკარეა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარემ, იან ობლაკმა, ჟურნალისტებს თავისი კოლეგის, „ჩელსის“ კარის დარაჯის, კეპა არისაბალაგას შესახებ გაუზიარა საკუთარი აზრი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

„კეპა შესანიშნავი მეკარეა. ის მაშინაც მომწონდა როცა ესპანეთში თამაშობდა. მართალია, ჰქონდა გარკვეული რთული მომენტები კარიერაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაუმკლავდება.

ადამიანები იმ დიდ თანხაზე ლაპარაკობენ, რომელიც მასში „ჩელსიმ“ გადაიხადა (2018 წელს, 80 მილიონი ევრო) და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ აქცია.

მაგრამ მაღალ დონეზე თამაში რომ არ შეეძლოს, ტყუილად ხომ არ გადაიხდიდნენ ამხელა ფულს?

მას სათანადოდ არ აფასებენ. კიდევ დაამტკიცებს, რომ კარგი მეკარეა,

დღეს, 23 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ატლეტიკო“„ჩელსის“ ბუქარესტში უმასპინძლებს. თბილისის დროით თამაში ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116221