ფეხბურთი

13:48 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუს ნაგელსმანი შეცვლის?

ცნობილი გახდა თუ ვინ დაიკავებს „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს, ჟოზე მოურინიუს დათხოვნის შემთხვევში. The Telegraph წერს, რომ „დეზების“ ხელმძღვანელებმა თვალი „ლაიპციგის“ დამრიგებელ იულიან ნაგელსმანს დაადგეს.

წყაროს ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ თავკაცები უახლოეს 12 დღეში დააკვირდებიან გუნდს, რომელსაც ამ პერიოდში ოთხი მატჩის ჩატარება უწევს. თუ შედეგები უარყოფითი იქნება, კლუბმა შეიძლება პორტუგალიელი სპეციალისტის დათხოვნის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

წინა დღეებში მოურინიუს შესაძლო შემცვლელად ბრენდან როჯერსიც დასახელდა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ის „ლესტერმა“ გაუშვას.

0.113877