ავტოსპორტი

0:52 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ალფა რომეომ“ ახალი სარბოლო ავტომობილი - C41 გვიჩვენა

„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ის მესამე გუნდა, რომელმაც ახალი სარბოლო ავტომობილი - C41 გაგვაცნო. პრეზენტაცია ქალაქ ვარშავაში გაიმართა, სადაც ბაზირებულია იტალიურ-შვეიცარიული გუნდის ტიტულოვანი სპონსორი, ნავთობქიმიური კომპანია „ორლენი“.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს ადრე „ზაუბერი“ ერქვა, „ალფა რომეოს“ სახელით კი 2019 წლიდან ასპარეზობს. გუნდმა გასული სეზონის კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა. უკვე სამი სეზონია, ის ამ ადგილს იკავებს. თუმცა 2019 წელს თუ 57 ქულა დააგროვა, შარშან მხოლოდ 8 ქულის აღება მოახერხა, რისი მიზეზიც, „ფერარის“ არაკონკურენტუნარიანი ძრავი იყო. მაგრამ მრანლოელებმა ახალი სეზონისთვის ახალი აგრეგატი მოამზადეს და მას თავის პარტნიორებს, „ალფა რომეოს“ და „ჰაასსაც“ მიაწვდიან.

„მერსედესის“ მსგავსად, „ალფა რომეოსაც“ პილოტები არ შეუცვლია. მისი მანქანებით ფინელი კიმი რაიკონენი და იტალიელი ანტონია ჯოვინაცი იასპარეზებენ. სარეზერვო პილოტი კი ისევ პოლონელი რობერტ კუბიცაა.

რაც შეეხება შასის სახელს, შარშანდელი მანქანის შასის ნომერი იყო C39 და წელს C40 უწევდა, მაგრამ გუნდმა ეს რიცხვი (ისევე როგორც ადრე C10) გამოტოვა. ინდექსში C „ზაუბერის“ დამაარსებლის, პეტერ ზაუბერის მეუღლის, კრისტინის (Christine) საპატივცემულოდაა.

ტექნიკური რეგლამენტის გაყინვის გამო, ახალი ავტომობილი წინასგან ბევრი არაფრით განსხვავდება. გუნდმა მის ხელთ არსებული ორი ჟეტონი, მანქანის წინა ნაწილის შესაცვლელად გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.19605