ფეხბურთი

23:18 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძე ბერძნულ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე კარიერას „ქსანთიში“ გააგრძელებს. ბერძნულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და მან ახალ გუნდში 90-ნომრიანი მაისური მოირგო.

მიქელთაძე ბოლოს ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. მანამდე 23 წლის შემტევს „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“, ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და ყაზანის „რუბინში“ უთამაშია.

რაც შეეხება „ქსანთის“, ეს გუნდი საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

0.121457