ფეხბურთი

18:16 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას საკითხს პირადად პრეზიდენტი განიხილავს

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას ახალ კონტრაქტს პირადად კლუბის პრეზიდენტი ხრისტო პულაიდისი განიხილავს. ამის შესახებ კვიპროსული გუნდის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრის ხრისტოფორუმ განაცხადა.

„პრეზიდენტი ამ საკითხს პირადად განიხილავს და როდესაც ინფორმაცია გამოსაცხადებელი იქნება, ამას თვითონ პრეზიდენტი გააკეთებს“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ის ფამაგუსტელებს 2019 წლიდან წვრთნის და უკვე 100 შეხვედრაში გაუძღვა. თუმცა, მანამდე თემური „ანორთოსისში“ 2004-2009 წლებშიც მუშაობდა.

0.107401