თამაშგარე

13:04 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესმა ბავშვობა გაიხსენა

კრიშტიანუ რონალდუს ცოლი, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი ამასწინათ მისთვის ზოგადად ნაკლებად დამახასიათებელი გულახდილობის ხასიათზე დადგა და ერთ-ერთ ევროპულ სპორტულ გამოცემასთან საუბარში მისი ცხოვრების განვლილი წლები, კონკრეტულად კი ბავშვობისა და ყმაწვილქალობის ჟამი გაიხსენა.

ჯორჯინა აბობს, რომ მას ძალიან კარგად ესმის გაჭირვებული ადამიანების, ანუ იმ ხალხის, რომლებიც თვედან-თვემდე მცირე ხელფასის მოლოდინში ახერხებენ ცხოვრებას, რადგან ისიც გაჭირვებაში გაიზარდა და მისთვის უცხო არაა სიდუხჭირე და ყველაფერი იმის სიმცირე, რაც ახლა აგრერიგად თავზესაყრელად აქვს.

ალბათ სწორედ ესა იმის მიზეზი, რომ ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ხშირად ერთვება სხვადახვ სახის სოციალურ აქციებში და პირადად ეხმარება გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საქმეში ჯორჯინა კრიშტიანუს ნაოფლარი ფულის გარდა, მის კუთვნილ პირად თანხებსაც ხარჯავს.

0.114098