მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „დერბი დელა მადონინაში“ „მილანთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და განსაკუთრებით, კრისტიან ერიკსენისა და ივან პერიშიჩის პროგრესი გამოარჩია.
„შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო დერბი და თანაც დიდი ხნის შემდეგ ლიდერებს შორის. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ვაგრძელებთ განვითარებას იმ გზაზე, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. ძირითად კონკურენტს მოვუგეთ, ამ თამაშმა აჩვენა, რომ სერიოზული პროგრესი განვიცადეთ.
ფსიქოლოგიურად მე უფრო ვღელავ „ჯენოასთან“ და „პარმასთან“ მატჩებზე. ეს ძალიან რთული თამაშები იქნება და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლაც გავაკეთეთ თვისობრივი ნახტომი, ტურნირის ბოლომდე ლიდერის პოზიციაზე დასარჩენად.
მწვრთნელის ამოცანაა ფეხბურთელებს გუნდთან შერწყმაში დაეხმაროს. ჩვენ ძალიან კონკრეტული მოსაზრება გვაქვს ბურთის ფლობისა და უბურთოდ თამაშის შესახებ. განსაკუთრებით ვამაყობ იმით, თუ როგორ მოუმატეს ერიკსენმა და პერიშიჩმა. მაგალითად, ბარელას შეუძლია დაუყოვნებლივ შეძლოს ყველა საკითხში გარკვევა, რადგან იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს, მაგრამ ლეგიონერების, მაგალითად, ერიკსენის შემთხვევაში უფრო მეტი დრო დასჭირდა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 53 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ „მილანს“ ოთხი, „იუვენტუსს“ კი 11 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
სამწუხაროა. ასეთი ახალგაზრდა და ჯანსაღი ცხოვრებით მაცხოვრებელი რო წავა ამ ქვეყნიდან, ვერ გაიგებ ვის რა ბედი ელის. ვიზიარებ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრის მწუხარებას
რა საშინელებაა, გული დამწყდა. დიეგო ლოპესიც მძიმედ არის აპარატზეა შეერთებული...
მართლა?
ლაციოს ყოფილი თავდამსხმელი?
ეს გადადება რაღა იყო
ფეხბურთი ზეიმია და რა ეზეიმებათ ვერ ხვდები? ტავიანთი კოლეგა დაკარგეს
საშინელი ამბავია,ამას არცერთ ფეხბურთელს არ მოუსურვებ,თვით მატერაცისაც კი
ამის გამო დღეს ყველა მატჩი გადაიდო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
Aშუინდი ნაფხუი
არც ხახრალის სმაილიკებია მოსაწონი, მგონი...