კალათბურთი

22:42 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "მომავალში ნაკრებში ბევრ მოთამაშეს ველით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინეთთან (70:78) მარცხით დაასრულა. მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მომავალში ნაკრებში ბევრ კალათბურთელს ელოდება.

„ახალი ამერიკელი კალათბურთელი გვყავს, მაგრამ ადვილი არ არის თავიდანვე ისე ითამაშო, როგორც მანამდე თად მაკფადენი თამაშობდა, თან მან ტრავმა მიიღო. ბევრი მოთამაშე გვაკლდა, კაპიტანი შენგელია, ბითაძე, ახალგაზრდები ანდრონიკაშვილი და მამუკელაშვილი. მომავალში ბევრ მოთამაშებს ველით, როდესაც ყველა მზად იქნება და რა თქმა უნდა, შემდეგ მატჩებში კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში ასპარეზობა 4 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ილიას ზუროსის გუნდს ისედაც მოპოვებული ჰქონდა, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს. ჩვენს გარდა, ჯგუფიდან სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ.

0.130193