კალათბურთი

22:00 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: "გულშემატკივარს ამ ორი თამაშის გამო ბოდიშს ვუხდი"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინეთთან (70:78) მარცხით დაასრულა. მატჩის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს ცუდი მატჩების გამო ბოდიში მოუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო დარბაზში არ იყვნენ, მაგრამ ტელევიზორით გვქომაგობდნენ და მინდა, პირადად ჩემი სახელით ბოდიში მოვუხადო მთლიანი პერფორმანსისთვის, არამხოლოდ დღეს, არამედ სერბეთთან მატჩისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთ ვითამაშებთ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ისე ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უკეთ იქნება“, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში ასპარეზობა 4 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ილიას ზუროსის გუნდს ისედაც მოპოვებული ჰქონდა, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელს. ჩვენს გარდა, ჯგუფიდან სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებიც გავიდნენ.

0.145295