ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებელ ბოლო სპარინგში გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო. ყაზანის „რუბინმა“ ალმატის „კაირატი“ ქართველი შემტევის გოლით დაამარცხა - 1:0.
ხვიჩამ თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა, როდესაც მცველის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭრვებია. თუმცა, პირველ ტაიმში ჩვენებური დაშავდა.
27-ე წუთზე მცველთან ორთაბრძოლაში სავარაუდოდ, კუნთი დაიზიანა და მოედანი თავისი ფეხით დატოვა. საბოლოოდ, ლეონიდ სლუცკიმ ის 30-ე წუთზე შეცვალა. ამ ეტაპზე ტრავმის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და უცნობია რამდენად სერიოზული დაზიანებაა.
არადა, რუსეთის პრემიერლიგაი ერთ კვირაში განახლდება და „რუბინი“ 28 თებერვალს, მოსკოვის „სპარტაკს“ ესტუმრება. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრების მატჩებამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი და იმედია, ხვიჩას ტრავმა საგანგაშო არ აღმოჩნდება - სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩამ მოსამზადებელ ეტაპზე 6 გოლი გაიტანა და ორჯერ დუბლიც შეასრულა. რუსეთის ჩემპიონატში კი მას 16 თამაშში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.