ჩოგბურთი

17:53 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დოდიგმა და პოლაშეკმა ავსტრალიის ღიას მამაკაცთა წყვილებში გაიმარჯვეს

ხორვატი ივან დოდიგის და სლოვაკი ფილიპ პოლაშეკის წყვილმა, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ამერიკელი რაჯივ რამის და ბრიტანელი ჯოი სალისბურის წყვილი 6-3 6-4 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირების პირველ ტიტულს დაეუფლა.

35 წლის პოლაშეკისთვის, ვინც სპორტიდან წასული იყო და 2018 წელს დაბრუნდა, ეს დიდი სლემის პირველი ტიტულია. დოდიგს კი პირველი ტიტული (ისიც მამაკაცთან წყვილებში) 2015 წელს, საფრანგეთის ღია პირველობაზე აქვს მოპოვებული (ბრაზილიელ მარსელო მელოსთან ერთად).

პოლაშეკი მეორე სლოვაკი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირზე გაიმარჯვა და ეს მიღწევა ახალდაბადებულ შვილს მიუძღვნა. ცნობისათვის, სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას შერეულ წყვილებში, ოთხივე დიდი ტურნირის ტიტული თითოჯერ აქვს მოგებული.

„ერთად თამაში წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ და ერთმანეთს კარგად შევეწყეთ. იმედი მაქვს, ერთად თამაშს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა პოლაშეკმა.

ხორვატის და სლოვაკის წყვილმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა. მათ ორივე სეტში თითო ბრეიკი მოიპოვეს და ეს სრულიად საკმარისი იყო მოსაგებად. შეხვედრა 88 წუთი გრძელდებოდა. გამარჯვებულებს სულ 15 ბრეიკ პოინტი ჰქონდათ და მეტოქეს ერთხელაც არ მისცეს მათი მოწოდების აღების შანსი.

0.167711