ჩოგბურთი

15:30 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩის მე-18 დიდი სლემი და მე-9 AUS Open

ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში რუს დანილ მედვედევს შანსი არ დაუტოვა და ძალიან ადვილად, სამ სეტში აჯობა.

შეხვედრა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. „ნოლემ“ მეტოქეს 7:5, 6:2, 6:2 აჯობა და კარიერაში მე-18-ედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მედვედევს თამაშში დარჩენის ან მისი გადარჩენის ერთხელაც არ ჰქონია.

ჯოკოვიჩმა 3 ეისი შეასრულა და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რუსმა 6 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეცხრედ მოიგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - დანილ მედვედევი 3:0 (7:5, 6:2, 6:2)

0.174006