ფეხბურთი

12:24 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მნიშვნელოვანია, რომ შედეგებში სტაბილურობა გვაქვს"

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალიადოლიდი“ კაზემიროს ერთადერთი გოლით დაამარცხა და მიჯრით მეოთხედ იმარჯვა. ზინედინ ზიდანი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.

„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ზედიზდ მეოთხე თამში მოვიგეთ და საქმის გაკეთება უნდა გავაგრძელოთ. „რეალი“ ახლა კარგადაა, შედეგებში სტაბილურობა გვაქვს. მთელმა გუნდმა თავის დაცვა კაგად მოახერხა. ახლა კარგად უნდა დავისვენოთ და „ატალანტასთან“ მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით. კმაყოფილები ვართ მატჩით, შედეგით და კარის მშრალად შენახვით.

ბენზემა? მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ. თუ მას თამაში არ შეეძლება, არ გავრისკავთ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალს“ 52 ქულა აქვს და მადრიდის „ატლეტიკოს“ უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ვიდრე „სამეფო კლუბს“.

0.135766