კალათბურთი

10:25 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო მექულე - სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში NCAA-ში

ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ „ჯორჯთაუნს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში 75:81 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი თავისი გუნდის რიგებში ტრადიციულად საუკეთესო იყო. სანდრომ 34 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 12-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ის 22 ქულით არა მარტო თანაგუნდელთა შორის, არამედ ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 10 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს, ხოლო სეზონში 13 მოგება და 9 წაგება დაუგროვდა. მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში 25 თებერვალს, „ბატლერს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.

0.114581