ამერიკელმა რაჯივ რამმა და ჩეხმა ბარბორა კრეიჩიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობის შერეულ წყვილთა ტურნირი მოიგეს. ფინალში მათ ავსტრალიელების, მეტიუ ებდენის და სამანტა სტოსურის წყვილი დაამარცხეს. დიდი სლემის ტურნირებზე ეს რამის და კრეიჩიკოვას მიერ ერთად მოპოვებული მეორე ტიტულია.
ამერიკულ-ჩეხური წყვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად იყო განთესილი. მათ განუთესავი მასპინძლები 59 წუთში, 6-1 6-4 დაამარცხეს. კრეიჩიკოვასთვის ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე, შერეულ წყვილებში მოპოვებული ზედიზედ მესამე ტიტულია. 2019 წელს იმავე რამთან ერთად გაიმარჯვა, შარშანდელი გამარჯვებისას კი მისი მეწყვილე ხორვატი ნიკოლა მეკტიჩი იყო.
კრეიჩიკოვამ ქალთა წყვილების ტურნირზეც ფინალს მიაღწია. იქ მისი მეწყვილე თანამემამულე კატერინა სინიაკოვაა. ფინალში მათ ბელგიელი ელისე მერტენსის და ბელარუსი არინა საბალენკას წყვილთან წააგეს.
რაც შეეხება რამს, ისიც წყვილთა მეორე ფინლსაც ითამაშებს. იქ მასთან წყვილში ბრიტანელი ჯოი სალისბურია. მათი მეტოქე კი ხორვატი ივან დოდიჯის და სლოვაკი ფილიპ პოლაშეკის წყვილია.