ფეხბურთი

2:24 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას გოლი ისრაელის თასზე (+VIDEO)

ისრაელის თასზე „ჰაპოელ ალ-ფამის“ თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ გაიტანა და ეს მისთვის სადებიუტო გოლია ახალ გუნდში, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

1/16 ფინალურ ეტაპზე „ჰაპოელი“ ჰაიფას „მაკაბის“ ესტუმრა და 90-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო 1:2 დამარცხდა, შედეგად, ასპარეზობასაც გამოეთიშა.

მანამდე, კუტალიამ ჩინებული გოლი გაიტანა. 45-ე წუთზე ჩვენებურმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ამ გოლით მან ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, „ჰაპოელი“ „მაკაბისთან“ დამარცხდა და სათასო ბატალიებს დაემშვიდობა.

0.114472