ფეხბურთი

21:43 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „ლევანტესთან“ წააგო

ესპანური პრიმერას 24-ე ტურის მატჩში ლიდერმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ლევანტეს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ანგარიში 30-ე წუთზე ხოსე ლუის მორალესმა გახსნა. მეორე გოლი კი მეხუთე წამატებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა ხორხე დე ფრუტოსმა გაიტანა.

ამრიგად, დიეგო სიმეონეს გუნდმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. თუმცა, 55 ქულით კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს პრიმერას სატურნირო ცხრილს.

0.104829