ფეხბურთი

22:49 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე მილანელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

„ინტერის“ მათავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს მომავალი მილანური დერბის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ორი ლიდერი გუნდის თამაშზე ვსაუბრობთ, რაც სასიამოვნო უნდა იყოს მილანის მცხოვრებთათვის. ეს კი ნიშნავს, რომ საკუთარი ქალაქით ამაყობის გარდა, მატჩს სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს: ორივე გუნდი ეცდება აუცილებლად გაიმარჯვოს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაოდენ მნიშვნელოვანი თამაშიც არ უნდა იყოს, მაინც სპორტია. ამიტომ, ვიმედოვნებ, დაძაბულობის მიუხედავად, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

22-ე ტურის შემდეგ, 50 ქულით სერია A-ს ცხრილს „ინტერი“ ლიდერობს. „მილანს“ ქულით ნაკლები აქვს და შესაბამისად მეორე საფეხურზე დგას.

„მილანი“ – „ინტერი“ 21 თებერვალს გაიმართება „სან სიროს“ სტადიონზე და თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10986