ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის წინ, რომელსაც მადრიდის „რეალი“ „ვალიადოლიდთან“ ჩაატარებს კლუბში სერიოზული პრობლემებია. „სამეფო კლუბმა“ აღნიშნულ დაპირისპირებამდე ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა და ზინედინ ზიდანს გუნდში 5 აკადემიის ფეხბურთელია.
ფრანგ სპეციალისტს გუნდში არსებულმა დაზიანებებმა აიძულა, რომ აკადემიიდან ყველაზე წარმატებული მოთამაშეები შეერჩია და განაცხადში შეეყვანა. სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: უგო დურო, ბლანკო, ვიკტორ ჩუსტა, მიგელ გუტიერესი და სერხიო არიბასი.
“რეალიდან“ ამ დროისთვის ლაზარეთში - სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, როდრიგო, ფედერიკო ვალვერდე, ალვარო ოდრიოსოლი, ედნი აზარი, მარსელო, ედერ მილიტაო და კარიმ ბენზემა არიან.
შეგახსენებთ, რომ „რეალს“ 49 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ატლეტიკოს“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. უშუალოდ „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.