ფეხბურთი

21:30 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ფერნანდეში დაასახელეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბრუნუს კონკურენციას ბრუნო პეტკოვიჩი, მანუს დაჰუდი და გარეტ ბეილი უწევდნენ.

ფერნანდეშმა "სოსიედადთან" მოგებულ (4:0) 1/16-ფინალის პირველ მატჩში კარში ორჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. პორტუგალიელის პასების სიზუსტის მაჩვენებელი 83 პროცენტი იყო.

მიმდინარე სეზონში ბრუნუმ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114794