ფეხბურთი

19:35 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩების შემდეგ ფეხბურთელთა ასპარეზობის მიხედვით სიმბოლური ნაკრები დაასახელა. 1/16-ფინალის პირველ მატჩებში ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომელმაც "სოსიედადი" სტუმრად 4:0 დაამარცხა და ფაქტორივად მერვედფინალში გავიდა.

ინგლისური კლუბიდან ერიკ ბაი, დანიელ ჯეიმსი და ბრუნუ ფერნანდეში გამოარჩიეს. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ასევე მოხვდა "ჰოფენჰაიმის" ორი მოთამაშე. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვირის გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ანდრეას ლინდე ("მილდე");

მცველები: მეტ დოჰერტი ("ტოტენჰემი"), ერიკ ბაი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მიკოლა მატვიენკო ("შახტარი"), ბორნა ბარიშიჩი ("რეინჯერსი");

ნახევარმცველები: დანიელ ჯეიმსი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ბრუნუ ფერნანდეში ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრისტოფ ბაუმგარტნერი ("ჰოფენჰაიმი"), კენედი ("გრანადა");

თავდამსხმელები: ბრუნო პეტკოვიჩი ("დინამო ზაგრები"), მანუს დაბური ("ჰოფენჰაიმი");

0.143821