სხვა

3:11 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ ჩემპიონს სასამართლომ დოპინგ ბრალდება მოუხსნა

ქალაქ ბოლცანოს სასამართლომ, დოპინგის გამოყენებაში დადანაშაულებული იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონის, ალექს შვარცის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდბა მოხსნა.

იტალიურ სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, სასამართლომ 2016 წელს, შვარცისგან აღებული შარდის ანალიზისთვის საჭირო სინჯის შეცვლა შესაძლებლად მიიჩნია. 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში ოლიმპიურ ჩემპიონი, ჩატარებულმა შემოწმებამ დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შვარცს დანშაული არ ჩაუდენია.

საქმის განხილისას, სასამართლომ მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია (IAAF) და მსოფლიო დოპინგ საწინააღმდეგო სააგენტო (WADA), აღნიშნული საქმის განხილვისას, „არაგამჭვირვალე“ ორგანიზაციებად მოიხსენია.

შვარცს 2016 წელს რვა წლით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. შესაბამისად, მან რიოს ოლიმპიადა გამოტოვა. ოლიმპიური ოქრო მას პეკინის 2008 წლის თამაშებზე აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093136