თამაშგარე

12:27 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამაკაცების რისხვა წყალბურთის გოლკიპერი

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრების მიერ ბრაზილიის ეროვნული გუნდის დამარცხებამ შთაგვაგონა უცნაური და ეპატაჟური წყალბურთელი ასულებით დავინტერესებულიყავით და დიდი ძებნა-ძიება არ დაგვჭირვებია, აშშ-ს ნაკრების გოლკიპერის, ალექს მუსელმანის მისაგნებად, რომელიც სხვათაშორის სწორედ ბრაზილიური წარმოშობის გახლავთ.

მუსელმანი გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და როგორც ამბობენ, ბევრ თანაგუნდელს ეშინია კიდეც მისი. ამის მიზეზი ისაა, რომ წარსულში ამ ქალს რამდენიმე გულისსწორი მამაკაცი ჰყავს ნაცემი. სხვა ქალებისგან განსხვავებით, ალექსი წყენას გულში არ იკლავს და რამე რომ იყოს არც მუშტი-კრივს მოერიდება.

ამჟამად ალექს მუსელმანი გათხოვილი ქალია და შვილიც ჰყავს, თუმცა მუდამ ხალისით იხსენებს წარსულ ამბებს და ამბობს, რომ მამაკაცის მხრიდან ღალატის ატანა უბრალოდ არ შეუძლია. სწორედ ამიტომაც, ნავარჯიშებ სხეულს “სათანადოდ“ იყენებს და მოღალატე კაცს ისე მიბეგვავს - თქვენი მოწონებული!

0.196267