ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „სევილიას“ სტუმრად 3:2 მოუგო და შემდეგი ეტაპისკებ დიდი ნაბიჯი გადადგა.
როგორც Opta Joe გვამცნობს, დორტმუნდელთა 20 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. მან 10 ბურთი 7 მატჩში გაიტანა. მანამდე რეკორდი „ბაიერნის“ შემტევს, როი მაკაის ეკუთვნოდა, რომელმაც 2003-04 სეზონში 10 გოლი 10 შეხვედრაში შეაგდო.