მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ფორმულა 1-ში 2022 წლის სეზონიდან ძრავების ტექნიკური რეგლამენტი გაიყინება, „რედ ბულ რეისინგმა“ ძრავებთან დაკავშირებით, არჩევანი გააკეთა - ავსტრიული გუნდი „ჰონდას“ ძრავების გამოყენებას გააგრძელებს.
„ჰონდა“ წლევანდელი სეზონის შემდეგ, ფორმულა 1-ს ტოვებს, მის ძრავებს კი „რედ ბული“ თავად, საკუთარი ბრენდით დაამზადებს. ამისთვის შეიქმნა ახალი კომპანია „რედ ბულ პაუერტრაინს“, რომელსაც ძალური დანდგარების წარმოება დაევალება. მათ საკუთრივ „რედ ბულის“ გარდა, მისი ნათესავი გუნდი - „ალფატაურიც“ გამოიყენებს.
„რედ ბული“ რებრენდირებულ ძრავებს ადრეც (2018 წლის სეზონში) იყენებდა. ეს იყო „რენოს“ აგრეგატები, რომლებსაც ავსტრიული გუნდი თავისი სპონსორის, საათების მწარმოებელი „TAG ჰოიერის“ ბრენდით ღებულობდა.