ჩილური ფეხბურთის გრანდი „კოლო კოლო“ მძიმე სეზონს ატარებს და 96-წლიანი ისტორიის შემდეგ პირველად ქვედა ლიგაში გავარდნის რეალური საფრთხის წინაშეა.
ყველაფერი „უნივერსიდად დე კონსეპსიონთან“ მატჩში გადაწყდება და „კოლო კოლო“თუ ვერ მოიგებს, უმაღლესი დივიზიონიდან გავარდება.
გადამწყვეტი 90 წუთის წინ კლუბის გულშემატკივრები ბაზაზე მივიდნენ და შოკისმომგვრელი ბანერი გამოფინეს: „ან მოიგებთ, ან ჩვენ მოგკლავთ“, - ასეთია „კოლო კოლოს“ ფანების მესიჯი ფეხბურთელების მიმართ.
აქვე გეტყვით, რომ „კოლო კოლო“ ჩილეს 32-გზის ჩემპიონია და ერთხელ ლიბერტადორესის თასიც მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ფეხბურთელები და მერე იკადრებენ და ტრ..კს გაანძრევენ ან და თამაშს თავს დაანებებენ. ახლა არც ერთს აკეთებენ და არც მეორეს და არც ჩვენ ვვარგივართ გულშემატკივრები.