ფეხბურთი

20:16 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS - მცველებს შორის XXI საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი რამოსმა გაიტანა, კვარაცხელია მე-20 ადგილზეა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი მცველებს შორის ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" უკანახაზელმა სერხიო რამოსმა გაიტანა. ესპანელმა საკლუბო დონეზე 103 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრების მაისურით 23-ჯერ გამოიჩინა თავი.

აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილზეა იაპონელი მარკუს ტულიო ტანაკა, რომელმაც საკლუბო დონეზე 96-ჯერ აიღო მეტოქის კარი, ხოლო ნაკრებში რვაჯერ გამოიჩინა თავი.

ამავე რეიტინგში მეოცე ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა გივი კვარაცხელიამ. IFFHS-ის მონაცემებით, გივიმ საკლუბო დონეზე 21-ე საუკუნეში 65 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერის განმავლობაში (XX საუკუნის ჩათვლით) 75-ჯერ აქვს მეტოქეთა კარი აღებული.

კვარაცხელიას უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: "თბილისის "დინამო", "კაუნასი", მინსკის "პატიზანი", რუსთავის "მეტალურგი", "ბოლნისის "სიონი", "დინამო ბრესტი", "ცხინვალი", "თბილისი", "ჩიხურა". ეროვნული ნაკრების მაისურით გივიმ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.126573