ფეხბურთი

18:55 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მ ჯიჯი ბუფონი XXI საუკუნის საუკეთესო მეკარედ საახელა: ოცეულიც ცნობილია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) XXI საუკუნის საუკეთესო მეკარეთა ოცეული გამოაქვეყნა და პირველი პოზიცია „იუვენტუსის“ კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს მიაკუთვნა.

ხმების დათვლის პრინციპი მარტივი იყო: 2001-2020 წლებში ყოველწლიური რეიტინგის შედეგად განაწილდა საბოლოო პოზიციები. მაგალითად, კონკრეტულ წელს პირველ ადგილზე გასული მეკარე 20 ქულას იღებდა, მეორეადგილოსანი 19 ქულას, მესამე 18 ქულას და ა.შ.

შედეგად, ჯიჯიმ 330 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე პოზიციაზე გასულ იკერ კასილიასს, ხოლო სამეული პეტრ ჩეხმა დახურა. მთლიანობაში XXI საუკუნის საუკეთესო მეკარეთა ჩამონათვალი ასეთია:

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – 330 ქულა

2. იკერ კასილიასი (ესპანეთი) – 244

3. პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) – 218

4. მანუელ ნოიერი (გერმანია) – 183

5. ტიბო კურტუა (ბელგია) – 130

6. ვიქტორ ვალდესი (ესპანეთი) – 113

7. უგო ლორისი (საფრანგეთი) - 106

8. ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლანდები) - 105

9. ოლივერ კანი (გერმანია) – 99

10. კეილორ ნავასი (კოსტა რიკა) – 93

11. დიდა (ბრაზილია) – 90

12. იან ობლაკი (სლოვენია) – 85

13. მარკ ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია) – 78

14. დავიდ დე ხეა (ესპანეთი) – 75

15. იენს ლემანი (გერმანია) – 72)

16. რობერტო აბოდანსიერი (არგენტინა) – 68

17. ალისონი (ბრაზილია) – 64

18. ჟულიო სეზარი (ბრაზილია) – 63

19. ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) – 54

20. ხოსე მანუელ რეინა (ესპანეთი) - 54

0.241587