ფეხბურთი

11:39 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ რაულის მიღწევა გაიმეორა

კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ მადრიდის „რეალის“ ლეგენდის, რაულ გონსალეს ბლანკოს მიღწევა გაიმეორა. არგენტინელმა „პარი სენ ჟერმენთან“ გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 17 წელი შეძლო თავის გამოჩენა.

მესის უწყვეტი სერია სათავეს 2005 წლიდან იღებს და დღემდე წელი არ ჩაუგდია, რომ გოლი არ გაეტანა. მეორეს მხრივ რაულმა იგივე 1995-2011 წლებში გააკეთა.

შედარებისთვის, მესიმ ზემოხსენებულ პერიოდში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგაზე 148 თამაშში 119 გოლი გაიტანა, ხოლო რაულმა 144 შეხვედრაში თავი 71-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108999