ფეხბურთი

13:59 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იულიან ნაგელსმანი: "ორი გიჟური შეცდომის გამო წავაგეთ"

გერმანული „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „ლივერპულთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ორი გიჟური შეცდომის გამო წააგო.

„ვფიქრობ, პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარი იყო. აშკარად, „ლივერპულს“ ბურთის ფლობა უფრო მეტი ჰქონდა, მაგრამ არმგონია, რომ ჩვენზე მეტი საგოლე შანსი ჰქონოდა. ჩვენ არ ვიყავით ისეთივე თამამები, როგორც მეორე ტაიმში, რომელშიც ბევრად უკეთ ვითამაშეთ. მეორე ნახევარი მართლაც კარგად ჩავატარეთ, უამრავი შანსი შევქმენით, მაგრამ ასევე დავუშვით ორი გიჟური შეცდომა, რომლის გამოც ნებისმიერ დონეზე დაისჯები. ჩვენი ფინიშინგი უარესი იყო, ამაზე უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე შეცდომებზე. ეს თამაშის ნაწილია, მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ კარგად ვითამშეთ.

ცხადია, საპასუხო მატჩში მინიმუმ ორი გოლი უნდა გავიტანოთ, რომ დამატებით დროში გადავიდეთ, მაგრამ ის თამაში ისევ 0:0-დან დაიწყება და ვაჩვენეთ, რომ საგოლე შანსების შექმნა შეგვიძლია. ეს საპასუხო მატჩშიც უნდა გავაკეთოთ და შეცდომები გამოვრიცხოთ“, - აღნიშნა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ „ლაიფციგს“ 11 მარტს ინგლისში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115