ფეხბურთი

11:04 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ბევრი ადამიანი ელოდა, რომ ისევ დავეცემოდით"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ლაიფციგთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის წაქცევას ბევრი ელოდა, მაგრამ ფებხურთელებმა აჩვენეს, რისი გაკეთება შეუძლიათ.

„ასეთი თამაში გვინდოდა და გვჭირდებოდა. „ლაიფციგი“ შეიძლება იყოს ნამდვილი მონსტრი, ბუნდესლიგაში გუნდებს გადაურბინა, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული გზით ვაკონტროლეთ თამაში. მათ ჰქონდათ თავიანთი მონენტები, თუმცა ვფიქრობ, რომ შედეგი დამსახურებულია. ჩვენი მეორე გოლის დროს თავის დაცვა მართლაც ძალიან რთული იყო, სადიო იქვე იყო და უპირატესობა გამოიყენა.

რთული თამაში გახლდათ. არ შეგვიძლია ავაშენოთ გიგანტის მენტალიტეტის მქონე გუნდი ერთი თამაშით, მაგრამ მართლაც კარგად ვითამაშეთ. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდა ისევ ჩვენს დაცემას, მაგრამ ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და მათთვის ბედნიერი ვარ.

ორი წლის განმავლობაში მართლა კარგი გუნდი ვიყავით და წელს გარკვეული პრობლემები გვაქვს. ნორმალურია, რომ ასეთ დროს ლაპარაკი იწყება, ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს არის ფაქტი, რომ ხალხი ჩვენგან კიდევ ელოდება რაღაცას. ბიჭებმა აჩვენეს მათ, რისი გაკეთება შეუძლიათ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „ლაიფციგის“ საპასუხო მატჩი 11 მარტს გაიმართება. საინტერესოა, რომ 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც კლოპის თავკაცობით „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა, ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ „წითლებმა“ მოახერხეს კარის მშრლად შენახვა (18).

0.115437