ფეხბურთი

23:33 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" თორნიკე ოქრიაშვილის დუბლით მოიგო (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა დუბლი შეასრულა. 29 წლის ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშით „ანორთოსისმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და „პარალიმნი“ მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ 80, ხოლო ოქრიაშვილმა 76 წუთი ითამაშა., მურთაზ დაუშვილი კი ტრავმირებულია. სწორედ ქვილითაიასა და ოქრიაშვილის მატჩის საწყის 20 წუთში მაგარი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მასპინძელთა მეკარე ბრწყინვალედ ირჯებოდა. 28-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა - თორნიკემ პენალტი გაიტანა. 10 წუთში თემურ ქეცბაიას გუნდმა გაუშვა და წონასწორობა აღდგა.

58-ე წუთზე ოქრიმ დუბლი გაიფორმა, ამჯერად მან ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და დუბლი გაიფორმა. ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა 100-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 48 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „ომონიას“ კი 5 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 20 თებერვალს „დოქსას“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

0.129923