ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS)-მ XXI საუკუნის საუკეთესო მსაჯი გამოავლინა და პირველი პოზიცია გერმანელ ფელიქს ბრიხს მიაკუთვნა.
გერმანელმა არბიტრმა 2014 წელს ევროპა ლიგის ("სევილია" - "ბენფიკა"), ხოლო 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ("რეალი" - "იუვენტუსი") იმსაჯა. მან სულ რაღაც ერთი ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ თურქ ჯიუნეთ ჩაქირს, ხოლო სამეულში ინგლისელი ჰოვარდ ვებიც მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა ლეგენდარული იტალიელი პიერლუიჯი კოლინა. ალბათ, ეს იმით აიხსნება, რომ კოლინამ კარიერა 2005 წელს დაასრულა და საუკეთესო მსაჯები 2001-2020 წლებში შეირჩნენ. ამ პერიოდის საუკეთესო მსაჯების ათეული ასეთია:
1. ფელიქს ბრიხი (გერანია) – 141 ქულა
2. ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი) – 140
3. ჰოვარდ ვები (ინგლისი) – 137
4. მარკუს მერკი (გერმანია) – 135
5. ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები) – 133
6. ნიკოლა რიცოლი (იტალია) – 121
7. ოსკარ რუისი (კოლუმბია) – 104
8-10. მასიმო ბუსაკა (შვეიცარია) – 96
8-10. ხორხე ლარიონდო (ურუგვაი) – 96
8-10. ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი) - 96