ფეხბურთი

20:57 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" სპარინგში "როტორთან" დამარცხდა

„დინამო ბათუმი“ თურქეთში შეკრებას აგრძელბს და მორიგი ამხანგური თამაში ქართველების „როტორთან“ გამართა. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მარცხი განიცადა - 1:3.

რუსული გუნდი ოლეგ ალეინიკის პენალტით 41-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმში ალექსეი შჩეტკინმა და კამილ მულინმა (ისევ პენალტი) სხვაობის გაზრდა სამამდე მოახერხეს. „დინამო ბათუმმა“ თამაშის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა, მეტოქის კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმელებისთვის ეს თურქეთში მეოთხე ამხანაგური მატჩი იყო. მანამდე გია გეგუჩაძის გუნდმა ბოსნიური „ბორაცი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო უკრაინულ „ლვოვსა“ (1:1) და ტულას „არსენალს“ დაუზავდა (0:0.

„დინამო ბათუმი“ მომდევნო სპარინგს 19 თებერვალს ყაზახურ „ორდაბასთან“ ჩაატარებს, თურქული შეკრება კი აჭარული გუნდისთვის 20 თებერვალს დასრულდება. აქვე გეტყვით, რომ "როტორის" შემადგენლობაში ბათუმელთა წინააღმდეგ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი არაბიძემ პირველ ტაიმში ითამაშეს, ხოლო სოლომონ კვირკველიამ მოედანზე მეორე 45 წუთი გაატარა.

"როტორი" - "დინამო ბათუმი" 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ალეინიკი (41, პენ), 2:0 შჩეტკინი (55), 3:0 მულინი (64, პენ), 3:1 ფანცულაია (90)

0.115111