ფეხბურთი

18:35 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავიდ ალაბა "ბაიერნს" ზაფხულში დატოვებს

მიუნხენის „ბაიერნს“ დავიდ ალაბა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ავსტრიელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და დავიდი მშობლიურ გუნდს ტოვებს.

„გადაწყვეტილება მივიღე ახალი გამოწვევის შესახებ 13 წლის შემდეგ. ეს არ იყო ადვილი. ჯერჯერობით არ გადამიწყვიტავს სად იქნება ჩემი მომავალი“, - თქვა ალაბამ.

28 წლის ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს, მითუმეტეს, რომ თავისუფალი აგენტია, თუმცა ყველაზე აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, დავიდ ალაბა „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობდა და დღემდე 415 მატჩში 33 გოლის გატანა მოახერხა. მას კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეზონი აქვს სხვა გუნდში ნათამაშები. 2010-2011 წლების სეზონშ ავსტრიელი იჯარით „ჰოფენჰაიმში“ ირჯებოდა და 18 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.128636