„ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ჟოაუ ფელიში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და 20 თებერვალს, „ლევანტესთან“ პრიმერას უახლოეს მატჩშიც შეიძლება ითამაშოს - გვამცნობს Marca.
ფელიში „პორტუს“ აღზრდილია, „ატლეტიკოში“ კი „ბენფიკადან“ გადავიდა 2019 წელს 127,2 მილიონ ევროდ. მადრიდულ კლუნთან მის კონტრაქტს ვადა 2026 წელს ეწურება.
მიმდინარე სეზონში 21 წლის შემტევმა 25 მატჩი გამართა, 9 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.
„ატლეტიკო“ კი 21 მატჩის შემდეგ 54 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.