ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) თავის ოფიციალურ საიტზე 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი „ტოტენჰემის“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიუმ დაიკავა.
58 წლის პორუგალიელმა სპეციალისტმა, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2003-04 „პორტუსთან,“ ხოლო 2009-10 წლების სეზონში „ინტერთან“ ერთად.
მოიპოვა უეფას თასი 2002-03 წლების სეზონში ასევე „პორტუში“ მუშაობისას, 2016-17 წლების სეზონში კი ევროპა ლიგა მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად.
მეორე ადგილი გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა დაიკავა.
მესამე - ალექს ფერგიუსონმა და ხოსეპ გვარდიოლამ გაიყვეს.
ათეულში ასევე მოხვდნენ: არსენ ვენგერი, კარლო ანჩელოტი, ვისენტე დელ ბოსკე, დიეგო სიმეონე, დიდიე დეშამი, მარსელო ბიელსა და ფაბიო კაპელო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბავშვების შედგენილი რეიინგია )) ვენგერი, ბიელსა და სიმეონე ერთად ვერ მიაღწევენ იმდენს, რამდენიც მარჩელო ლიპიმ გააკეთა თუნდაც მხოლოდ 21-ე საუკუნეში ))
დელ ბოსკე საუკეთესოა, მსოფლიო და ევროპა რად ღირს მარტო, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და კიდე წვრილმანი რაღაცეები.