იტალიაში პატარა ლამაზ ქალაქებს და ამ ქალაქების უცნაურ, ხშირად კი გადარეულ ხელმძღვანელებს რა დალევს? მაგრამ ამ ხალხს შორის მაინც გამორჩეულად იპირველა კამპრობასოს რეგიონის პატარა ქალაქ კასტელინო დელ ბიფერნოს მერმა, რომელიც აღარ დაელოდა მავანთა გადაწყვეტილებას და სიმბოლურად სწორედ მისი ბრძანებით მოიჭრა საკოლექციო ფულის (100 დუკატი) კუპიურა,რომელზეც ლეგენდარული დიეგო მარადონაა გამოსახული.
ამ კუპიურას ოდენ საკოლექციო ფუნქცია ექნება, მაგრამ ფეხბურთის ქომაგების ამბავი ხომ იცით? კუპიურაზე ჯერ საღებავი შემშრალიც კი არ იყო, როდესაც მისი ფასი 200 ევროს გასცდა და დიდი შანია, რომ კიდევ უფრო მეტად გაძვირდება. იტალიელებს და მეტადრე სამხრეთ იტალიელებს ხომ ასე ძალიან უყვარდათ პუტკუნა არგენტინელი.
ხოლო თუ რას წარმოადგენს ჩვენს მიერ ხსენებული და აქამდე ალბათ სრულიად უცნობი ქალაქი კასტელინო დელ ბიფერნო, სანამ “დაგუგლავდეთ“, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფოტოებითაც შეგექმნებათ წარმოდგენა. კახელებმა სხვანაირად არ გაგვიგონ და რაღაცით სიღნაღს კი ჰგავს...