1964. დაიბადა ბებეტო (ჟოზე რობერტო გამა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდიოდა (1990, 1994 და 1998). 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული. მსოფლიოს პირველობის ფინალურ ტურნირებში 3 გოლი აქვს გატანილი. სულ ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 75 მატჩში, 39 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ფლამენგოში,” “ვასკოში,” “ბოტაფოგოში,” ლა კორუნიას “დეპორტივოში,” “სევილიაში,” იაპონურ “კაშიმა ანთლერზსა” და საუდის არაბულ “ალ იტიჰადში”.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1899. დაარსდა ისლანდიის ყველაზე ძველი და ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი “რეიკიავიკი”. ქვეყნის 24-გზის ჩემპიონი, 10-გზის თასის მფლობელი. სამჯერ მოიგო ისლანდიის ლიგის თასი.
1933. ინგლისურმა “ბრისტოლ როვერსმა” ჰააგაში ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებს 1:0 მოუგო.
1936. კანადის ჰოკეისტთა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მარცხი იწვნია. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალში, კანადელები ინგლისელებმა 2:1 დაამარცხეს. ინგლისელთა რიგებს კანადაში დაბადებულ-აღზრდილი მოთამაშეები იცავდნენ.
1936. გერმანიის ქალაქ გარმიშ-პანტერკირხენში ზამთრის მეოთხე ოლიმპიური თამაშები დაიხურა.
1970. ჯო ფრეზერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯიმი ელისი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1972. უილტ ჩემბერლენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში 30 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა. ამისათვის ჩემბერლენს 940 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
1980. ამერიკელმა ველოსიპედისტმა და მოციგურავე ერიკ ჰეიდენმა 5 კმ-ზე ციგურებით რბოლაში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა (7:02.09).
1984. ბილ ჯონსონი პირველი ამერიკელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც თხილამურებით სწრაფდაშვებაში, ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
1985. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ნიუ ჯერსი დევილზმა” რეგულარული პირველობის მატჩში, 42 წამში სამი შაიბის გატანა შეძლო.
1988. თბილისის “დინამომ” ალჟირული ტურნეს მეორე მატჩში, ქალაქ გელმაში ადგილობრივ “გელმასთან” 0:0 ითამაშა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, ფირცხალავა, ცვეიბა, ჭედია, რევიშვილი, ტყებუჩავა (ფანცულაია), სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია, გურული (აჯოევი), შენგელია.
გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.
1992. ეროვნული საკალათბურთო ასიციაციის კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მეჯიქ ჯონსონის პატივსაცემად 32-ე ნომრიანი მაისურით, გუნდში არავინ იასპარეზებდა.
1993. სანდრა ფოლკერმა 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (28.33).
1994. იოჰან ოლაფ კოოსმა 1500 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:51.29).
2003. თბილისის “დინამომ” ბალკანური ტურნეს ბოლო მატჩში ხორვატიის სპლიტის “ჰაიდუკს” 1:0 მოუგო. გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ზოიძე (გვარამაძე), ვაშაკიძე (ხიზანიშვილი), შაშიაშვილი, ამისულაშვილი, გოგობერიშვილი (კანდელაკი), კარლოსი (მანწკავა), სახვაძე, ანჩაბაძე (კვირკველია), დარასელია (სამხარაძე), ახალაია (ბობოხიძე), ალექსიძე (მიქაძე). გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა.
2005. უეფა-მ გამოაცხადა, რომ საბერძნეთში სპეციალურ კომისიას მიავლენდა, რომელიც 2004 წლის დეკემბერში ჩატარებული მატჩის დეტალებს გამოიკვლევდა. UEFA-ს თასის 2004-2005 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის აღნიშნულ შეხვედრაში, ერთმანეთს ბერძნული “პანიონისი” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ. “დინამომ” ანგარიშით 2:5 წააგო.
2005. ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა, გარი ბეტმენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2004-2005 წლების სეზონის ჩემპიონატი ლოკაუტის გამო არ შედგებოდა.
2005. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი, ალბერტო მალესანი ბერძნული “პანათინაიკოსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ადრე მალესანის თავკაცობით, იტალიურმა “პარმამ” UEFA-ს თასის გათამაშებაში გაიმარჯვა.
2006. ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიურ თამაშებზე, ფრანგმა ფლორენს ბევერელ-რობერმა (ბიატლონი, სპრინტი, 7,5 კმ), ესტონელმა კრისტინა შმიგუნიმ (თხილამურებით რბოლა, 10 კმ, კლასიკური), ავსტრიელებმა, _ გრუბერმა, ბიელერიმ, გოტვალდმა და შტეხერმა (სათხილამურო ორჭიდი), აგრეთვე იტალიელებმა, _ ანესიმ, ფაბრისიმ, სანფრატელომ (ციგურებით რბოლა, გუნდური გამოდევნება) და გერმანელებმა, _ ანშუტცმა, ფრიზინგერმა, პეხშტაინმა (ციგურებით რბოლა, გუნდური გამოდევნება) ოქროს მედლები მოიპოვეს. პირველი ადგილები დაიკავეს ასევე ამერიკელმა სეტ ვესკოტმა (სნოუბორდი), შვეიცარიელმა მაია პედერსენმა (სკელეტონი) და რუსმა ევგენი პლიუშჩენკომ (ფიგურული სრიალი, თავისუფალი პროგრამა).
2008. პაოლო მალდინიმ “მილანის” შემადგენლობაში მეათასე შეხვედრა ჩაატარა.
2008. ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე პირველი ადგილი მოიპოვა ვალერი ლიპარტელიანმა (90 კგ), ხოლო საბა გავაშელიშვილი (81 კგ) მესამეზე გავიდა.
2012. თავისუფალ ჭიდაობაში კიევის საერთაშორისო ტურნირშიგამარჯვებულებიგახდნენ:ვლადიმერხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით მარსაგიშვილი (84) და დავითმოძმანაშვილი (120); დავითხუციშვილმა (74)და ელიზბარ ოდიკაძემ (96) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2013. "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესისმ "გრანადასთან" (2:1) ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ამით "ბლაუგრანას" მაისურით ჯამში 301 გოლი გაიტანა.
2013. ოლე აინარ ბიორნდალენმა 50-ე მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიპმიადაზე. ამით მაჩვენებლით ის მხოლოდ მაიკლ ფელპსს ჩამოუვარდება სპორტის ისტორიაში. ფელპსს 55 მედალი აქვს, 39 წლის ბიორნდალენის ბიოგრაფია კი ასეთია: მსოფლიო თასზე 1993 წლიდან გამოდის, პოდიუმზე კი პირველად 1994 წელს ავიდა. მისი 50 მედალი ასე იშიფრება: ოლიმპიადაზე 11 მედალი (6 ოქრო, აქედან 4 პირად რბოლებში); მსოფლიო ჩემპიონატებზე 39 მედალი (19 ოქრო, აქედან 11 პირად რბოლებში).
ამ დღეს დაიბადნენ
1877. კარლ ანტონ ჰირშმანი. ჰოლანდიელი საფეხბურთო ფუნქციონერი. 1906-31 წლებში ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე მოღვაწეობდა. მან პირველმა წამოაყენა იდეა მსოფლიოს პირველობის ჩატარების თაობაზე.
1885. ჯიმი ლორენსი. “ნიუკასლ იუნაიტედის” შოტლანდიელი მეკარე. გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 432 მატჩი. ნიუკასლელთა შორის ეს სარეკორდო მაჩვენებელია.
1927. თადეუშ სიზოვსკი. პოლონელი წარმოშობის ფრანგი ფორვარდი. 1956 წლის 11 ნოემბერს ბელგიის ნაკრებს 5 გოლი გაუტანა. სიზოვსკი სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ქვეყნის პირველი დივიზიონის 369 მატჩში გაიტანა 272 გოლი.
1929. გერჰარდ ჰანაპი. ავსტრიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი 7-ჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი. სამჯერ აღიარეს ავსტრიის წლის საუკეთესო მოთამაშედ, ერთხელ – სპორტსმენად. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. ავსტრიის ნაკრებში ჩაატარა 93 მატჩი. პროფესიით არქიტექტორმა ჰანაპიმ ვენის “ვესტშტადიონი” დააპროექტა. ჰანაპის გარდაცვალების შემდეგ ამ არენას მისი სახელი ეწოდა.
1931. ბობი კოლინზი. შოტლანდიელი ფორვარდი. შოტლანდიის ჩემპიონი, ორჯერ თასის, ერთხელაც ლიგის თასის მფლობელი. 1965 წელს დაასახელეს ინგლისის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე.
1941. ვიტალი კუზნეცოვი. საბჭოთა ძიუდოისტი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის პრიზიორი.
1944. დიტერ ბრენინგერი. მიუნხენის “ბაიერნისა” და “შტუტგარტის” ფორვარდი. ბუნდესლიგის 271 მატჩში გაიტანა 74 გოლი. 1967 წელს მოიპოვა თასების თასი. გერმანიის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.
1945. ხულიო მორალესი. 1960-80-იანი წლების ურუგვაელი ფორვარდი. 1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. მოგებული აქვს ლიბერტადორესის თასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. ურუგვაის ექვსგზის ჩემპიონი. გამოდიოდა ავსტრიაშიც და ორჯერ გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი.
1946. ალექსანდრ შაპარენკო. საბჭოთა ცხენოსანი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1951. ხუან კარლოს ობლიტასი. 1970-80-იანი წლების პერუელი ფორვარდი. 1975 წელს გახდა კოპა ამერიკის ჩემპიონი. მონაწილეობდა 1978 და 1982 წლის მუნდიალებზე. გამოდიოდა პერუს, ესპანეთის, მექსიკისა და ბელგიის პირველობებში. 1995-99 წლებში წვრთნიდა პერუს ნაკრებს.
1958. ანდრეი ბალი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის “დინამოს,” თელ-ავივის “მაკაბისა” და “ბნეი იეჰუდას” ნახევარმცველი. 1981, 1985, 1986 და 1990 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, 1981, 1985, 1987 და 1990 წლებში საკავშირო თასი. 1986 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებულია. საკავშირო ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში, 1 გოლი აქვს გატანილი. 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. ანდრეი ბალი წვრთნიდა “მაკაბის,” კიევის “დინამოს,” პოლტავის “ვორსკლას.”
1959. ჯონ მაკინროი. ყველა დროის პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკელი ჩოგბურთელი. დაიბადა გერმანიის ქალაქ ვისბადენში. ერთეულთა თანრიგში მაკინროის 77 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის “დიდი სლემის” 7 შეჯიბრება. 1979, 1980, 1981 და 1984 წლებში, მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, 1981, 1983 და 1984 წლებში _ უიმბლდონის ტურნირი. ამასთან, მაკინროიმ 31 ტურნირის ფინალში იასპარეზა, ხოლო წყვილთა შორის 69 შეჯიბრებაში გაიმარჯვა. მათ შორის 5-ჯერ უიმბლდონი მოიგო, 4-ჯერ – აშშ-ს ღია პირველობა. შერეულ წყვილთა შორის 1977 წელს იმარჯვა ფრანგთა ღია ჩემპიონატზე. 1981-1984 წლებში მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველი ნომერი იყო. აქტიური საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში, 12 მილიონ 539 622 დოლარი გამოიმუშავა.
1964. ბებეტო (ჟოზე რობერტო გამა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდიოდა (1990, 1994 და 1998). 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული. მსოფლიოს პირველობის ფინალურ ტურნირებში 3 გოლი აქვს გატანილი. სულ ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 75 მატჩში, 39 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ფლამენგოში,” “ვასკოში,” “ბოტაფოგოში,” ლა კორუნიას “დეპორტივოში,” “სევილიაში,” იაპონურ “კაშიმა ანთლერზსა” და საუდის არაბულ “ალ იტიჰადში”.
1969. სანტიაგო კანისარესი. ესპანეთის ნაკრების, მადრიდის “რეალის,” ვიგოს “სელტასა” და “ვალენსიას” გოლკიპერი. ამ უკანასკნელის რიგებში 2000 და 2001 წელს ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო 2002 და 2004 წლებში მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა. კანისარესი ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონია.
1970. ანჯელო პერუცი. იტალიის ნაკრების, “რომას,” “ვერონას,” “იუვენტუსის,” “ინტერისა” და “ლაციოს” გოლკიპერი. ტურინელთა რიგებში ასპარეზობისას მოგებული აქვს სამი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა.
1973. კეტი ფრიმენი. ავსტრალიელი სპრინტერი. ქალთა შორის 400 მეტრზე რბენაში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ატლანტის 1996 წლის თამაშების ვერცხლის მედალოსანი. ამავე დისტანციაზე 1997 და 1999 წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
1979. ვალენტინო როსი. ლეგენდარული იტალიელი მოტომრბოლი. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. მოგებული აქვს სარეკორდო რაოდენობის, 71 რბოლა, მათ შორის 11 1997 წელს.
1981. ედიკ საჯაია. საქართველოს ნაკრების, “ვიტ ჯორჯიის”, მოსკოვის “ტორპედოს”, ტულის “არსენალის”, “ბორჯომისა”, “ზესტაფონის”, მახაჭყალის “ანჟის”, ნიძნი ნოვგოროდის “ვოლგას” ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.