ფეხბურთი

20:42 | 15.02.2021 | ნანახია 1160 - ჯერ

კობიაშვილი ვილი სანიოლზე: "იმედიანად ვუყურებთ მასთან თანამშრომლობას"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვილი სანიოლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ისაუბრა. როგორც სფფ-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, მოხარულები არიან კონტრაქტის გაფოერმებით, რომელიც ორწლიანია.

„პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს მივულოცავ, რადგან დღეს 15 თებერვალია და 31 წელი გავიდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის შექმნიდან. რაც შეეხება სანიოლის, ძალიან მოხარული და ბედნიერები ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთ-ერთი წარმატებული იყო როგორც ფეხბურთელი და საფეხბურთო კარიერის შემდეგაც საკმაოდ წარმატებული იყო, იმუშავა საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში და „ბორდოში“, ასევე მიუნხენის „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ. ისიც თვლის, რომ ეს არის მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და იმედიანად ვუყურებთ ჩვენც და თვითონ ვილიც მის საქართველოს ნაკრებში დანიშვნას“, - თქვა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის სამწვრთნელი კარიერა 2013 წელს დაიწყო და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა, 2014-2016 წლებში „ბორდოში“ იმუშავა, ხოლო 2017 წელს მიუნხენის „ბაიერნში“ მწვრთნელის ასისტენტი იყო. მას გაცილებით კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. 1995-1997 წლებში „სენტ ეტიენში“, ხოლო 1997-200 წლებში „მონაკოში“ ითამაშა. 2000-2009 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ დაცვის ხაზში შეუცვლელი ფიგურა იყო და კარიერაც „რეკორდმაისტერში“ დაასრულა.

მან „ბაიერნში“ 5-ჯერ ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი და ერთხელ გერმანიის ლიგის თასი მოიგო, ასევე თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და საკონინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა. საფრანგეთის ნაკრებში სანიოლიმ 2000-2008 წლებში 58 უგოლო მატჩი ჩაატარა, ორჯერ კონფედერაციათა თასი მოიგო და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

43 წლის სპეციალისტის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს, შვედეთის ნაკრებთან საგარეო მატჩში შედგება. საქართველო 28 მარტს თბილისში ესპანეთს შეხვდება, ხოლო 31 მარტს, სალონიკში საბერძნეთს ესტუმრება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:40 | 16.02.2021
araza-1918 (6330)

კალამ ჯერ ვაისა ახლა სანიოლი შეგვტენა

14:46 | 16.02.2021
dinamo222 (8587)

აი თურმე რაში ყოფილა საქმეეე მაშინ ალბათ სცემა კობი სანიოლმა და ეხლა კობი ასე უპირებს სამაგიეროს გადახდას ! ჩვენ ნაკრებთან სანიოლი ვერაფერს რო ვერ მიაღწევს და გაბაძდება და მგლის ბილეთს დაირტყავს და არსად აღარ მიიღებენ სამსახურში DDD---stripslashes((strlen('http://lelo.ge/article/photo-კობიაშვილისა-და-სანიოლის-დაპირისპირებები-რომელიც-ხელით-შეხებამდეც-მისულა-ფრანგი-ქართველებს-გერმანიიდან-იცნობს-27475')>0?'-http://lelo.ge/article/photo-კობიაშვილისა-და-სანიოლის-დაპირისპირებები-რომელიც-ხელით-შეხებამდეც-მისულა-ფრანგი-ქართველებს-გერმანიიდან-იცნობს-27475':'-http://lelo.ge/article/photo-კობიაშვილისა-და-სანიოლის-დაპირისპირებები-რომელიც-ხელით-შეხებამდეც-მისულა-ფრანგი-ქართველებს-გერმანიიდან-იცნობს-27475'))

14:03 | 16.02.2021
dinamo222 (8587)

რატომ დანიშნეს ეგ ?? ალბათ მიქაუტაძის გადმობირებისთვის ! და თუ ეგ გააკეთა კიდევ არაუშავს !P

00:15 | 16.02.2021
გუსანი (746)

სანიოლი კი არა ჩვენს ნაკრებს ამ ეტაპზე მამაზეციელი ვერ უშველის, მომავალში სწორი მიდგომის შემთხვევაში კი შესაძლებელია ჩვენს ქუჩაზეც დადგეს გაზაფხული....

23:04 | 15.02.2021
baxt (1836)

წარმატებული არ ეთქმის სანიოლის სამწვრთნელო კარიერას. იმედია ჩვენთან გაისვრის. წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი 5 წელი უმუშევარი არ ზის.

21:25 | 15.02.2021
დათო გურგენიძე (1264)

საკმაოდ წარმატებულიაო იძახის მწვრთნელზე რომელმაც ევროპაზე ვერ გაიყვანა საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრები და ბორდოშიმუშაობდა სეზონი დაასრულა 6 და 11 ადგილებზე - წარმატებული ჰქვია ამას?

21:21 | 15.02.2021
lashalsh (143)

ძალიან მაგარია , ფეხბურთელი ხო ლეგენდა , არც მწვრთნელობა და თანამდებობები დაეწუნება , ცოტა ნაკლი ის არის რო ბოლო წლებში არ უმუშავია , მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს სად მოდიოდა საქართველოს ნაკრებში , რომელშიც მოქმედი მაოფლიო და ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი მწვრთნელი არ მოვიდოდა .ასე რომ კმაყოფილი ვარ

0.116092