ფეხბურთი

17:42 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია შესაძლოა ყაზახეთში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შესაძლოა, ყაზახურ „ასტანაში“ გადავიდეს. როგორც meta-ratings წერს, 33 წლის ფეხბურთელი ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შესთავაზეს, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტული დეტალი უცნობია.

კაშია ბოლოს ამერიკულ „სან ხოსეში“ თამაშობდა, რომელიც დეკემბერში დატოვა და თავისუფალი აგენტია. გურამი ამჟამად ესპანეთში, თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშობს და სპარინგ მატჩებშიც ითამაშა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას უცნობია.

გამოცდილ ქართველ ფეხბურთელს, თავის დროზე „დინამო თბილისში“ უთამაშია, ხოლო კარიერის უმეტესი ნაწილი და საუკეთესო პერიოდი არნემის „ვიტესში“ აქვს გატარებული.

საქართველოს ნაკრებში გურამ კაშიას ანგარიშზე 77 შეხვედრაა. რაც შეეხება „ასტანას“, ყაზახეთში ერთ-ერთი მოწინავე გუნდია და ბოლო პერიოდში ევროტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობს.

0.114708