უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი წიტაიშვილმა „ვორსკლას“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანა მოახერხა. მან ლვოვის "რუხთან" შეხვედრის 52-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - (1:1).
პოლტავის ნახევარმცველმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და მის პროდუქტიულ დებიუტზე ისაუბრა:
„გატანილი გოლები და თავისუფლად მოქმედება ეს 2 კომპონენტი არის ის, რაც „დინამოში“ მაკლდა. სამწვრთნელო შტაბი მხარს მიჭერს. საკუთარ თავშიც დარწმუნებული ვარ, რადგან, ისინი ძალიან მეხმარებიან“, - თქვა წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კიევის „დინამომ“ „ვორსკლაში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. პოლტავურ კლუბს 14 ტურის შემდგომ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 21 თებერვალს, სტუმრად „ინფულეცის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.