თამაშგარე

12:33 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკოს ცოლი “მანჩესტერ სიტის“ საუკეთესო კლუბად მიიჩნევს

“მანჩესტერ სიტიში“ მითამაშე ოლეკსანდერ ზინჩენკო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უკრაინელ ფეხბურთელად თვლება და არცთუ უსაფუძვლოდ. ზინჩენკოს წარმატების ფორმულა კი ფეხბურთს კარგად თამაშის გარდა, მის პოპულარულ და ეპატაჟურ მეუღლეშიც მდგომარეობს.

ოლეკსანდერის ცოლი, უკრაინაში პოპულარული სპორტული ჟურნალისტი, ვლადა შეჩეგლოვაა, რომელიც თამამი ქცევის გარდა, საინტერესო განცხადებებითაც გამოირჩევა და რა გასაკვირია, რომ მისი განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა სპორტს, უმეტეს შემთხვევაში კი ფეხბურთს უკავშირდება.

აი მაგალითად, ამ ორი დღის წინ, ვლადამ განაცხადა, რომ მისი ქმრის ამჟამინდელი კლუბი არაფრით ჩამოუვარდება და ესპანურ გრანდებს “რეალსა“ და “ბარსელონას“ და “მანჩესტერ სიტიში“ მობურთალმა კაცმა არ უნდა დაიწყოს “ჩალიჩი“ ესპანეთში გადაბარგებაზე. ვერ ვიტყვით ზინჩენკოს ცოლის ეს სიტყვები რამდენად გულრწფელი იყო, მაგრამ მანჩესტერული კლუბის ქომაგების გული რომ მოიგო - ფაქტია.

0.115485